აკნე იგივე გამონაყარი ადამიანისთვის დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს იმ დროს, როცა მათგან განთავისუფლება მარტივად არის შესაძლებელი ჩვენს კლინიკაში.

რატომ უნდა ავირჩიოთ ლეპიდუსი აკნეს (გამონაყარის) სამკურნალოდ?

  • აკნეს სამკურნალოდ ვიყენებთ 2016 წელს ისრაელში წარმოებულ აპარატურას. რომლით სარგებლობა მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია შესაძლებელი.
  • აპარატის უპირატესობები აღიარებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და მისი საშუალებით ვაღწევთ გარანტირებულ შედეგს.
  • ახალი ტექნოლოგია ეფექტურია ნებისმიერი ტიპის აკნეზე, მათ შორის აკნე ვულგარისზეც რაც გახლავთ აკნეს ყველაზე მწვავე ტიპი.
  • ლაზერული სხივი ღრმად აღწევს კანში და ანადგურებს პათოლოგიური პროცესის გამომწვევ მიკრობებს.
  • ეფექტი შესამჩნევია პირველივე პროცედურიდან.
  • სასურველი შედეგი მიიღწევა 2-5 პროცედურაში.
  • პროცედურა არის უმტკივნეულო.

 

ხშირად დასმული კითხვები:

რა ტიპის ლაზერით ხდება აკნეს მკურნალობა? პროცედურის დროს შესაძლოა გამოყენებულ იქნას ორი სხვადასხვა ტექნოლოგია. ერბიუმ ტიპის ლაზერი და AFT სხივი. ლაზერული სხივი ღრმად აღწევს კანში და ანადგურებს პათოლოგიური პროცესის გამომწვევ მიკრობებს.

რა ასაკში შეიძლება აკნეს მკურნალობა? სასურველია პაციენტის ასაკი იყოს 16 წელზე მეტი. პაციენტს მინიმუმ ციკლი უნდა ჰქონდეს დარეგულირებული 1 წლის განმავლობაში. ზედა ზღვარი არ არსებობს.

რეაბილიტაციის პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება?   ეს არ გახლავთ პროცედურა, რომელიც სისხლთან არის დაკავშირებული. 2-3 დღეში ქრება ყველანაირი ანთებითი პროცესი.

პროცედურის შემდეგ მზეს უნდა მოვერიდოთ თუ არა? ნებისმიერი კოსმეტოლოგიური პროცედურის შემდეგ რეკომენდირებულია მორიდება მზის სხვივებისაგან. ამ შემთხვევაში სასურველია 10 დღის განმავლობაში არ მივიღოთ მზის აბაზანები.

რამდენი პროცედურა დამჭირდება აკნესგან განსაკურნებლად?  ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე სასურველი შედეგი მიიღწევა 2-დან 5-მდე პროცედურაში. ეს დამოკიდებულია აკნეს სიმძიმეზე და უფრო ზუსტ პასუხს გაგცემთ ექიმი, რომელიც ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას.

მაძლევთ თუ არა გარანტიას, რომ შედეგი მექნება?  მაქსიმალური შედეგი გარანტირებულია. თუმცა, აქვე უნდა იქნას გამოკვლეული აკნეს გამომწვევი მიზეზები, რათა თავიდან ავირიდოთ პათოლოგიური პროცესის გამომწვევი მიკრობების ხელმეორე გავრცელება.

რა შეიძლება იყოს აკნეს მიზეზი?  აკნე უმეტესად განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა ჰორმონული ცვლილებები ორგანიზმში, სტრესი, იმუნიტეტის დაქვეითება, სხვადასხვა მედიკამენტის და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ცხოვრების წესი, მემკვიდრული ფაქტორები, ალერგია, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებანი და სხვა.

რა ასაკში შეიძლება გმოვლინდეს აკნე? უმეტესად სიყმაწვილის - 20 წლამდე ასაკში, თუმცა ხდება მისი მოზრილობის ასაკში გამოვლენაც.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი
0 კომენტარები

გჭირდებათ ვიზიტი გამოცდილ ექიმთან?

დაჯავშნეთ ვიზიტი ახლავე!