ბოტოქსი არის პრეპარატი რომელიც კუნთში კეთდება წარბებს შორის საშუალო და ღრმა ნაოჭების დროებით გასასწორებლად 18-65 წლის ასაკის ადამიანებში. ბოტოქსის პროცედურა სრულდება პროფესილონალის მიერ. ეს არის მარტივი არაქირურგიული პროცედურა რომლის დროსაც ინექცია პირდაპირ კუნთში კეთდება. ინექცისს შედეგად ადგილი აქვს ნერვიული იმპულსის ბლოკირებას და მცირდება კუნთის მოძრაობა, რაც საშუალო და ღრმა ნაოჭების წარმოშობის მიზეზია.

მისი გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო, დასწყისში ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში გამოიყენებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდა მისი უნიკალური გვერდითი ეფექტი - პაციენტებში დაფიქსირდა თვალის გარშემო, ტუჩებისა და შუბლის მიდამოში ნაოჭების ალაგება. მომდევნო წლებში ბოტოქსის ინექციები არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა კოსმეტოლოგიასა და ესტეთიკურ მედიცინაში და აქტუალურობას არც დღეს კარგავს.


ინექციები გამოიყენება სახის მიდამოში შემდეგი ტიპის ნაოჭების ასალაგებლად:
- ვერტიკალური (რომელიც ძირითადად განლაგებულია ხოლმე წარბებს შორის)
- ჰორიზონტალური( განლაგდება ხოლმე შუბლის მიდამოში)
- ვერტიკალური ნაოჭები ზემო თუჩის და ცხვირ-ტუჩის მიდამოში, ასევე, თვალის გარშემო არის ნაოჭები.

ეფექტი ვლინდება ინექციიდან 24-48 საათში და პირველი ორი-ოთხი კვირის განმავლობაში თანდათან ძლიერდება. ეფექტის ხანგრძლივობაა 6-9 თვეა.

პროცედურაზე კლინიკა ლეპიდუსში სხვა ხარისხია:

  • ლეპიდუსში გამოიყენება მხოლოდ ალერგანის (ამერიკა) და დისპორტის (საფრანგეთი) ბოტულინოტოქსინი. ეს პრეპარატები აღიარებულია მსოფლიოში, როგორც უმაღლესი ხარისხის მქონე.
  • ლეპიდუსში ბოტულინოტოქსინის შეფუთვა იხსნება და ზავდება ნებისმიერი მსურველის თვალწინ.
  • ლეპიდუსში ჩატარებული პროცედურა არის უმტკივნეულო და უსაფრთხო.
  • ლეპიდუსში ჰიგიენური ნორმები ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებს.
  • ლეპიდუსში არ გიწვთ ლოდინი და პროცედურა ტარდება წინასწარ დაგეგმილ დროს.
  • ლეპიდუსში პროცედურას ატარებენ დიდი გამოცდილების მქონე ექიმი კოსმეტოლოგები (მათი დოსიე იხილეთ ველში ,,ექიმები").
  • ლეპიდუსი პროცედურიდან გარკვეული დროის შემდეგ ავსებთ კითვარს, საიდანაც ირკვევა, რომ პაციენტთა 99% გვიწევს დადებით რეკომენდაციას.

P.S. კლინიკა ლეპიდუსში ნებისმიერი პროცედურა ხორციელდება 0%-იანი განვადებით.

დატოვეთ თქვენი კომენტარი
0 კომენტარები

გჭირდებათ ვიზიტი გამოცდილ ექიმთან?

დაჯავშნეთ ვიზიტი ახლავე!